ანთალია, ადალია (თურქ. Antalya, Adalia) — საკურორტო და საპორტო ქალაქი თურქეთის სამხრეთში. ანთალიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ზღვის დონიდან 30 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქის მოსახლეობა — 994,890 კაცი (2011 წ.). დღეისათვის ანთალია გაყოფილია ორ — ძველ და ახალ ქალაქად.