კახეთი - მცხეთა - მთიანეთი-სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

სახეობა: კულტურული ტური
ხანგძლიობა: 7 დღე
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
სულ მანძილი: 870 კმ.

I დღე: დახევედრა და განთავსება
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი, განთავსება.

II დღე: თბილისი - დავით გარეჯა - სიღნაღი
საუზმის შემდეგ გამგზავრება კახეთის რეგიონში, პირველად ვეწვევით მე-6 საუკუნის დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსს, ნახევრად უდაბნოს ლანდშაპტში მდებარე კლდეში ნაკვეთი მონასტერი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო, დღესაც მოქმედი მამათა მონასტერია. სადილის შემდეგ ვესტუმრებით, საქართვლოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმ. ნინის დასაფლავების ადგილს, ბოდბის დედათა მონასტერს, ბოდბის შემდეგ ქ.სიღნაღს მონახულება, მას ხშირად ქალაქ-მუზეუმს და სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. სიღნაღიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
ვახშამი და ღამისთევა სიღნაღში.

III დღე: სიღნაღი - წინანდალი - თელავი - ყვარელი - სიღნაღი
საუზმის შემდგომ გამგზავრება გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის უძველეს მარანში „ნუმისიში“, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. მარნის შენობა კახური ხუროთმოძღვრების კლასიკური ძეგლია, სადაც გახსნილია მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელშიც დაცულია სხვადასხვა ეპოქის თიხის, მინის, სპილენძის და ხის ჭურჭელი, აგრეთვე სხვა ნივთებიც. ისინი მოგვითხრობენ ქართული მეღვინეობის და ეთნოგრაფიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე, ნუმისის შემდეგ ვესტუმრებით წინანდლის სამუზეუმო კომპლექს სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული ქართული ღვინოები. წინანდლის მერე ვეწვევით კახეთის მთავარ ისტორიულ ქალაქ თელავს. სადილის შემდეგ მოვინახულებთ 11 საუკუნის ალავერდის სამონასტრო კომპლექს და გრემის მთავარანგელოზის ეკლესიას, რომელიც შუასაუკუნეების (1518-1574წწ.) ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ტაძარია. დაბრუნება სიღნაღში.
ვახშამი, ღამისთევა ქ. სიღნაღში.

IV დღე: სიღნაღი - მცხეთა - ყაზბეგი
საუზმის შემდეგ გამგზავრება სიღნაღიდან მცხეთის მიმართულებით, პირველს მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI ს) საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქ. მცხეთის. შემდგომ ქ. მცხეთაში ვეწვევით XI ს. ბრწყინვალე ძეგლს სვეტიცხოვლის კომპლექსს, სადაც დაკრძალულია იესო ქრისტეს კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. მცხეთაში სადილის შემდეგ გზას განბაგრძობთ სტეფანწმინდისკენ, გზად შევჩედებით გუდაურის პანორამების გადასახედთან და ჯვრის ურელტეხილის ტრავერტინების ბუნების ძეგლთან. ჩასვლა სტეფანწმინდაში.
ვახშამი, ღამისთევბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგი)

V დღე: თავისუფალი დრო, ექსკურსია გერგეთზე.
დღის პირველ ნახევარში გვექნება თავისუფალი დრო, სადილის შემდეგ ექსკურსია გერგეთზე, გერგეთის ეკლესია (XIV ს-ის 30-იანი წლები) ზღვის დონიდან 2200 მ. მდებარეობს, ის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია, მას გამორჩეული მდებარეობა აქვს, საიდანც კავკასიონის მწვერვალების ულამაზესი ხედები მოჩანს. დაბრუნება სტეფანწმინდაში.
ვახშამი, ღამისთევა სტეფანწმინდაში (ყაზბეგი)

VI დღე: სტეფანწმინდა - ანანური - თბილისი
საუზმის შემდგომ დაბრუნება თბილისში, გზად შევჩერდებით ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ანანურის ციხე-სიმაგრესთან, რომელიც ოდითგანვე მთავარი საყრდენი იყო არაგვის ერისთავებისათვის. დღეს ეს ციტადელი ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე. დღის მეორე ნახევარში დავათვალიერებთ ძველი თბილისის უბნებს და კულტურულ მემკვიდრეობის. 
ვახშამი, ღამისთევა თბილისში

VII დღე: თბილისი, თავისუფალი დრო, ვახშამი, გაცილება
ტურის დასასრულ თბილისის მთავარ ქუჩას რუსთაველს მოვინახულებთ, ვეწვევით ეროვნულ მუზეუმს, სადაც ინახება ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანის და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს. საღამოს გამოსამშვიდობებელი ვახშამი, ტრანსფერი აეროპორტში, გაცილება.

 

შეკვეთა: კახეთი-მთიანეთი

Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Send Us a Message

Tbilisi, Georgia

Monday-Friday (10 Am - 6.00 Pm)

Tel: +995 599 168494; +995 558 585598

E-mail: visagaranti1@gmail.com

Wite Logo