თიანეთი - ხევსურეთი ფერადი ტბებით

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

სახეობა: სათავგადასვლო, ეკო ტური.
ხანგძლივობა: 7 დღე.
სანახაობები: თბილისი - ყაზბეგი - გერეგეთი, ჯუთა - აბუდელაურის ტბები, როშკა - ბარისახო - შატილი - თბილისი


I დღე : დახვედრა, დაბინავება
დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი სასტუმროში. დაბინავება
განთავსება თბილისში

II დღე: თბილისი - ანანური - ყაზბეგი - ჯუთა - ჭიუხები
დილის საუზმის შემდეგ გამგზავრება სტეფანწმინდის მიმართულებით, გზად მონახულება ანანურის კომპლექსის, რომელიც ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეა. ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი, გზის გაგრძელბა სტეფანწმინდის მიმართულებით და გზად გაჩერება გუდაურის პანორამულ გადასახედზე და ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინების ბუნების ძეგლზე. სტეფანწმინდიდან საუზმის შემდეგ ექსკურსია გერგეთის სამებაზე რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია, მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მ. მონასტერი ადრე “მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი. გერგეთიდან მივდივართ სოფელ ჯუთაში საიდანაც იწყება საფეხმავლო მარშრუტი ჭიუხებზე და აბუდალეურის ტბებზე.
დაბინავება, ვახშამი, ღამისთევა.

III დღე: ჭიუხები - აბუდელაურის ტბები
დილის საუზმის შემდეგ იწყება საფეხმავლო ტური ჭიუხების უღელტეხილზე აბუდალეურის ტბების მიმართულებით. ჭიუხების მთები ერთ-ერთი ულამაზესია მთათა სისტემაა, რომელიც ხევსურეთს და ხევს ერთმანეთისაგან ჰყოფს. უღელტეხილის გადასვლის შემდეგ მისვლა მთის ძირას მდებარეობს სამი სხვადასხვა ფერის ტბებზე. ეს მყინვარული წარმოშობის ტბები თავისი ფერის (მწვანე, ლურჯი და თეთრი) და მდებარეობის გამო, ითვლება ერთერთ ულამაზეს ტბებად საქართველოში.
ვახშამი, ღამისთევა

IV დღე: აბოდელაურის ტბები - ბარისახო - შატილი
დილის საუზმის შემდეგ მოკლე ლაშქრობა სოფელ როშკამდე. გამგზავრება პირიქითა ხევსურეთში, შატილში, გზად გავჩერდებით დათვიჯვირის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2676 მ. მდებერეობს და აერთიანებს პირიქითა და პირაქერთა ხევსურეთს. ჩასვლა შატილში, შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.
ვახშამი, ღამისთევა შატილში.

V დღე: შატილი - მუცო - თბილისი
გამგზავრება მუცოში, გზად მოვინახულებთ ანატოლის აკლდამაბს რომელიც არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლია და მოიცავს ერთმანეთზე მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. მუცოს ციხე-სოფელი ხევსურული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშია, მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დარაჯი და დამცველი იყო. სადილი შატილში, დაბრუნება თბილისში.
ვახშამი, ღამისთევა თბილიში.

VI დღე: თბილისი - მცხეთა - თბილისი
დილის საუზმის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში რომლის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI ს) საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქ. მცხეთის. შემდგომ ქ. მცხეთაში ვეწვევით XI ს. ბრწყინვალე ძეგლს სვეტიცხოვლის კომპლექსს სადაც დაკრძალულია იესო ქრისტეს კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. მცხეთაში სადილის შემდეგ დავბრუნდებით თბლისში და ვეწვევით ეროვმულ მუზეუმს სადაც ინახება ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანის და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს. დღის ბოლოს ძველი თბილისის უბნებს და კულტურულ მემკვიდრეობის დათვალიერება.
ვახშამი ღამისთევა თბილისში.

VII დღე - თავისუფალი დრო, ვახშამი, გაცილება
საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო (სურვილის შემთხვევაში სუვენირების შესაძენა) საღამომდე, საღამოს გამოსამშვიდობებელი ვახშამი და გაცილება თბილისს საერთაშორისო აეროპორტში.

 

შეკვეთა - თბილისის ექსკურსია

Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Send Us a Message

Tbilisi, Georgia

Monday-Friday (10 Am - 6.00 Pm)

Tel: +995 599 168494; +995 558 585598

E-mail: visagaranti1@gmail.com

Wite Logo