ვაშლოვანი - თუშეთი

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

სახეობა: სათავგადასავლო, კულტურულ-შემეცნებითი.
ხანგძლივობა: 7 დღე.
სანახაობები: თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის ეროვნული პარკი, მალო, დართლო, ალავერდი .....

I დღე
დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი, განთავსება.

II დღე - თბილისი- დავით გარეჯა - სიღნაღი - დედოფლისწყარო
გამგზავრება კახეთის რეგიონში, პირველად ვეწვევით მე-6 საუკუნის დავით გარეჯელის სამონასტო კომპლექსს, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. ამჟამად მოქმდი მამათა მონასტერია. სადილის შემდეგ მონახულება ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს რომელიც გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. გამგზავრება სიღნაღში, მას ხშირად ქალაქ-მუზეუმს და სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. სიღნაღიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
ვახშამი, ღამისთევა დედოფლისწყაროში.


III დღე - დედოფლისწყარო - ვაშლოვანი.
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ არწივის ხეობის ბუნების ძეგლის, რომელიც ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს წარმოადგენს . ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.). ხეობა რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება. დღის მეორე ნახევარში სადილის შემდგომ გამგზავრება ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის დასათვალიერებლად, ნაკრძალში მდებარე ტალახის ვულკანები განეკუთვნება კრატერების ჯგუფს, საიდანაც მუდმივად გადმოდის წყლის, ნავთობის, ტალახისა და აირების ნაზავი. დაბრუნება დედოფლისწყაროში.
ვახშამი, ღამისთევა დედოფლისწყაროში.

IV დღე - დედოფლისწყარო- ალავერდი - ომალო
დილით გამგზავრება თუშეთის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძარის. წმ. გიორგის სახელობის ტაძარს რომელიც ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება. გზას გავაგრძელებთ თუშეთის მიმართულებით, საქარველოში ყველაზე მაღალი უღელტეხისლის (2826 მეტრი) გავლით ჩავდივართ თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრში, ომალოში. თუშეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ტყეების დიდი ნაწილი პრაქტიკულად პირველქმნილია. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.
ვახშამი და ღამისთევა ომალოში.

V დღე - ომალო - ფარსმა -ჭეშო - ყვავლო - დართლო - ომალო
საუზმის შემდგომ გავემგზავრებით თუშეთის ულამაზესი სოფლების მოსანახულებლად. დავათვალიერებთ: ფარსმას, ჭეშოს, დართლოს და ყვავლო. დართლო მდინარე დიდხევის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ის მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. სოფელში კარგადაა შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა მისი ციხე-სახლებისა და კოშკების სახით. ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვა შესაძლებელია სოფლის შუაგულში. სადილის შემდგომ დავბრუნდებით ომალოში, თავისუფალი დრო.
ვახშამი და ღამისთევა ომალოში.

VI დღე - ომალო - დიკლო - შენაქო - თბილისი
დღის პირველ ნახევრში თუშეთის ერთ-ერთი ულამაზეს სოფლების შენაქოს და ძველი დიკლოს დათვალიერება. შთამბეჭდავია ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, თუშური ტრადიციული ლუდის დაგემოვნება. დაბრუნება ომალოში, სადილის შემდეგ, გამგზავრება თბილსიში.
ვახშამი და ღამისთევა თბილიში


VI დღე თავისუფალი დრო, ვახშამი, გაცილება.
საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო საღამომდე, საღამოს გამოსამშვიდობებელი ვახშამი და ტრანსფერი აეროპორტში.

 

შეკვეთა - თბილისის ექსკურსია

Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Invalid Input
Send Us a Message

Tbilisi, Georgia

Monday-Friday (10 Am - 6.00 Pm)

Tel: +995 599 168494; +995 558 585598

E-mail: visagaranti1@gmail.com

Wite Logo