პირობები და ხელშეკრულება

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ერთის მხრივ – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი – მალხაზ ქუთათელაძე (პ/ნ 53001002471) „მეიჯარე“, და მეორეს მხრივ _____________________________ “მოიჯარე“რომლის პირაd დოკუმენტTa რეკვიზიტebiა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით, დავდეთ წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი:
1.1. მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს დროებით სარგებლობისა და ექსპლუატაციისათვის ავტომობილს შემდეგი მონაცემებით: მარკა–მოდელი– FORD EKAPE, ფერი –ვერცხლის ფერი, გამოშვებis წელი: ნოემბერი 2010. სანომრე ნიშანი –DD963WW, VIN CODE ----------------------------------(შემდგომში „ავტომობილი“) ხოლო მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მეიჯარეს ხელშეკრულების ღირებულება და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს მას ავტომობილი.
1.2. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის მეიჯარეს მოიჯარისათვის გადაცემული აქვს ხოლო მოიჯარეს მიღებული აქვს ავტომობილი ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მხარეთა ვალდებულებები
2.1. მეიჯარე ვალდებულია:
2.1.1. გადასცეს მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების პ.1-ში მითითებული ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
2.2. მოიჯარე ვალდებულია:
2.2.1. დროულად გადაიხადოს ხელშეკრულების ღირებულება.
2.2.2. შეინარჩუნოს ავტომობილის სათანადო ტექნიკური მდგომარეობა, ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
2.2.3. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ დაუბრუნოს ავტომობილი მეიჯარეს გამართულ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
2.2.4. აანაზღაუროს დანახარჯები საწვავზე და ექსპლუატაციის პროცესში სხვა ხარჯვად მასალებზე.
3. ავტომობილის გადაცემის ვადა
3.1. მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს ავტომობილს სარგებლობის უფლებით ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან _____________ დღის განმავლობაში (შემდგომში „იჯარის ვადა“).

4. საიჯარო ქირის ოდენობა
4.1. ავტომობილით სარგებლობისთვის მოიჯარე უხდის მეიჯარეს საიჯარო ქირას დღეში ______________ ოდენoბით (შემდგომში „დღიური ქირა“), რაც ჯამში შეადგენს ––––––––––––––––– (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“);
4.2. ხელშეკრულების ღირებულება გადახდილ უნდა იქნას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით წესით წინასწარ ამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4.3. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრება მეიჯარეს.
5. მხარეთა პასuხiსმგებლობა
5.1. ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულების შესაბამისად, მაგრამ თუ ხელშეკრულებაში არ არის მითითება პასუხისმგებლობაზე - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. მოიჯარე ვალდებულია ავტომობილი დააბრუნოს ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია (ზიანის არსებობისას) აუნაზღაუროს მეიჯარეს ის ზიანი, რომელის არ იფარება დაზღვევის ფარგლებში;
5.3. მოიჯარე ვალდებულია ავტომობილი დააბრუნოს სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში საწვავის სავსე ავზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია არ მიიღოს ავტომობილი ან მოსთხოვოს მოიჯარეს პირგასამტეხლო ––––––––– ლარის ოდენობით.
5.4. იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ან იჯარის ვადის შეწყვეტის შემთხვევაში ავტომობილის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს დამატებითი საიჯარო ქირა ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე წინამდებარე გაანგარიშებით: 1 საათი ------- ლარი;
5.5. ხელშეკრულების ღირებულების ან დამატებითი საიჯარო ქირის არადროულად გადახდისთვის მოიჯარე უხდის მეიჯარეს გადასახდელი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
6.1. ხელშეკრულება ძალაშია ავტომობილის მოიჯარეზე გადაცემის დღიდან, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
6.2. იჯარის ვადა შეიძლება შეწყდეს:
6.2.1. მხარეთა შეთანხმებით;
6.2.2. მოიჯარის ინიციატივით მეორე მხარისათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რა დროსაც მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 50% ოდენობით და დაუბრუნოს ავტომობილი მეიჯარეს შეტყობინებისთანავე.
6.2.3. მეიჯაროს ინიციატივით მეორე მხარისათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რა დროსაც მოიჯარე გათავისუფლებულია იჯარის ვადის შეწყვეტის და ავტომობილის დაბრუნების შემდგომი დღეების საიჯარო ქირის გადახდისაგან.
6.2.4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია გაწყვიტოს იჯარის ვადა იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არაერთგზის დაარღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს. ამ შემთხვევაში ბრალეული მხარე ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების გაუქმებით გამოწვეული ზარალი.
6.2.5. საქართველოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6.2.6.
7. დავის გადაწყვეტის წესი:
7.1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით;
7.2. მხარეთ შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცეს საქართველოს სასამართლოს.
8. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები:
8.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და ინახება ხელშეკრულების მხარეებთან; ინგლისურ და ქართულ ტექსტებს შორი განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
8.2. ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ ხელშეკრულებით, დარეგულირდეს ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი ქართული კანონმდებლობით.
შენიშვნა: ავტომობილი დაზღვეულია სს „სადაზღვევო კომპანია ჰუალინგი“. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, გთხოვთ აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკოთ შემდეგ ტელ. ნომერზე: +995 558 58 00 04

 

Send Us a Message

Tbilisi, Georgia

Monday-Friday (10 Am - 6.00 Pm)

Tel: +995 599 168494; +995 558 585598

E-mail: visagaranti1@gmail.com

Wite Logo